რეზონანსი
31.08.2024

26 ოქტომბერს ან ავირჩევთ მშვიდობას, ან ავირჩევთ ომის პარტიას, რომელიც აუცილებლად მოიტანს ომს - ამის შესახებ "ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთში, მმართველი პარტიის ღონისძიებაზე განაცხადა.

ღარიბაშვილმა ისევ ხაზი გაუსვა ბიძინა ივანიშვილის  ღვაწლს და განაცხადა, რომ სწორედ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში ომი არ არის. 

სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ქვეყანაში მშვიდობის დამყარება. სწორედ ამიტომ უწოდებს მას საზოგადოება მშვიდობისმყოფელს.

გურულებს მშვიდობის პარტიის და ომის პარტიის ამოცნობა არ გიჭირთ. ვინ არის ომის და ქაოისის მომტანი, ვინ არის სიკვდილის მომტანი.

26 ოქტომბერს ან ავირჩევთ მშვიდობას, ან ავირჩევთ ომის პარტიას, რომელიც აუცილებლად მოიტანს ომს, ქაოსს და უბედურებას.

ან ავირჩევთ ომს, ან მშვიდობას, სხვა ალტერნატივა არ არსებობს", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×