რეზონანსი
31.08.2024

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მოძრაობა „სირცხვილიას“ გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნით გათვალისწინებული რეგისტრაცია გაუქმოს, ეხმაურება.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მდინარაძე წერს, „სირცხვილიაზე“ ბულინგმა გაიმარჯვა.

„სამწუხაროდ, ფაშისტურმა ბულინგმა „სირცხვილიაზე” გაიმარჯვა, ვერ ვიხსენით, აღარ რეგისტრირდებიანო“, - წერს მდინარაძე.

ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილიამ“ გუშინ, 30 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნით გათვალისწინებული რეგისტრაციის გადაწყვეტილება მიიღეს. მას შემდეგ, რაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა, მოძრაობამ მეორე დღეს, 31 აგვისტოს, კვლავ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმეს, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კი თანამდებობა დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×