რეზონანსი
31.08.2024

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ - ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. აკაკი გიორგაძე სახლიდან 30 აგვისტოს დილით გავიდა და მას შემდეგ, მისი ადგილსამყოფელი უცნობია:

"იძებნება აკაკი გიორგაძე, სავარაუდოდ, დღეს დილით 11 საათის შემდეგ გავიდა სახლიდან (ნუცუბიძის მე-4 პლატო) და არ დაბრუნებულა. ტელეფონი გათიშული აქვს, ვერ ვპოულობთ ვერსად. 

გთხოვთ, თუ ვინმეს  გქონდათ მასთან კომუნიკაცია, ან ნახეთ სადმე მომწერეთ მე ან სოფო გიორგაძეს.

სავარაუდოდ ეცვა თეთრი პერანგი და ჯინსის შარვალი," - წერს მისი ახლობელი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×