რეზონანსი
31.08.2024

გურჯაანში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

შემთხვევა გვიან ღამით სოფელ ჩალაუბნის მიმდებარედ მოხდა.

ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილია ტაქსის მძღოლი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

ავარიის შედეგად დაშავებული ერთი მგზავრი საავადმყოფოშია მოთავსებული.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ადგილზე სამაშველო, სასწრაფო და პოლიციის ჯგუფები იყო მობილიზებული

წყარო: „ipn"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×