რეზონანსი
31.08.2024

„ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" პირველ ადგილზე გასვლისთვის ემზადება, შესაბამისად, პარტიის გაძლიერება გაგრძელდება.

„ჩვენ, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ვემზადებით პირველ ადგილზე გასვლისთვის, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ერთობა, ძალიან ბევრი სუბიექტი არის, გარდა ამისა არიან ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ პოლიტიკური კუთვნილება. ჩვენ ვაგრძელებთ მოზიდვას უფრო და უფრო მეტი ადამიანის, ვერ გეტყვით ეს სტრუქტურული გაძლიერება მოიცავს თუ არა კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებას, ამას მომავალში ვიხილავთ, თუმცა გაძლიერება და ადამიანების შემომატება აუცილებლად გაგრძელდება", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×