რეზონანსი
31.08.2024

„სირცხვილიას“ გადაწყვეტილებას, „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ დარეგისტრირდეს, სოციალურ ქსელში პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მწვავედ გამოეხმაურნენ:

ოთო კახიძე: „სირცხვილიამ“ გაამართლა თავისი სახელი.

ნინო ლომჯარია: „კარგია ლუსტრაცია“.

ლაშა ბაქრაძე: „სტიდნო, სირცხვილია! თუ ასე უნდოდათ დარეგისტრირება, დალოდებოდნენ მაინც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. იქნებ და ნამუსი აღმოაჩნდეთ მოსამართლეებს. იქნებ, შეაჩერონ კანონის მოქმედება.

არა, ფაქტობრივად, მოუწოდეს სხვებსაც დარეგისტრირებისკენ. ბევრი მიმბაძველი გამოჩნდება ახლა.

ახლა ვიღას სჭირდება მაგათი „თავშენახული“ ორგანიზაცია? ქ.ოცნების ოცნება შეასრულეს. მდინარაძნეები ხარობენ.

სადაც არაა ერთიანობა, როცა ერთიანობას ბზარი უჩნდება - იქ ხალხი ყოველთვის აგებს“.

ირინა სარიშვილი: „სირცხვილია“, სირცხვილია!“.

რატი ამაღლობელი: „მნიშვნელოვანია დრო, როდის, ე.წ. თაიმინგი. ჰოდა, მართლა სირცხვილია“.

ნათია მეზვრიშვილი: „ორგანიზაციამ, რომელსაც თურმე, ყველაფერ რუსულზე „აძაგძაგებს“, ახლახან რუსული კანონის ლეგიტიმაცია მოახდინა, თან საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე დღეებით ადრე და ცელი გამოუსვა ნამდვილ უფლებადამცველ პატარა ორგანიზაციებს, რომლებისთვისაც ჯარიმა რეალურად ყოფნა-არყოფნის საკითხია (და მათი კრიტიკა არც მგონია სწორი). მართლაც რომ „სირცხვილია“. ასეთი უპრინციპობა და არათანმიმდევრულობა აცოცხლებდა ყოველთვის „ოცნებას“ და ხელისუფლებასთან ერთად ასეთი ოპოზიციაც, აქტივიზმიც, „ენჯეოც“ და მედიაც წარსულს უნდა ჩაბარდეს.

თამარ ჩერგოლეიშვილი: „რა სირცხვილია“.

ვიკა ბუკია: ,,ვერ გააზრება მავნებლობის მასშტაბის? ან გააზრება და მაინც, ჩაწერა ამ ვიდეოსი? უბრალოდ გაუგებარია. აგრესიის გარეშე ვკითხულობ, რა საჭირო იყო საერთოდ ეს ვიდეო, მეგობრებო?”

იაგო კაჭკაჭიშვილი: ,,კონტექსტის შეგრძნება მაინც სად დაკარგეს?”

ზურაბ ბატიაშვილი: “სირცხვილია” ოფიციალურადაც გაქოცდა!”

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×