რეზონანსი
30.08.2024

ხელები შორს ორგანიზაცია "სირცხვილიასგან" - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ის გავრცელებულ პოსტში განმარტავს, ფაშისტური ბულინგი ნებისმიერის მიმართ მიუღებელია.

„ფაშისტური ბულინგი ნებისმიერის მიმართ მიუღებელია!

ხელები შორს ორგანიზაცია "სირცხვილიასგან".

"სირცხვილიას" ბულინგიც სირცხვილია!" - წერს მდინარაძე.

ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილია" „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში ორგანიზაციის მიმართ კრიტიკის საგნად იქცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×