რეზონანსი
30.08.2024

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მონღოლეთს მოუწოდებს აღასრულოს საერთაშორისო სისხლის სამართალის სასამართლოს ნაკისრი ვალდებულები და დააპატიმროს პუტინი.

უკრაინის საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ მონღოლეთის მთავრობა „აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავეა" და ჰააგის სასამართლომ უკრაინელი ბავშვების გატაცებაში მონაწილეობისთვის მისი დაკავების ორდერი გასცა.

„უკრაინელი ბავშვების გატაცება მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალი დანაშაულიდან, რომლისთვისაც პუტინი და რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დანარჩენი წარმომადგენლები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ. ეს პირები დამნაშავეები არიან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოებაში, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ სისასტიკეში, მკვლელობებში, გაუპატიურებებში, ძარცვაში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვასა და გენოციდში", - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, მონღოლეთში პუტინის ვიზიტი 3 სექტემბერს არის დაგეგმილი. ეს ჰააგის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ, მისი პირველი ვიზიტია რომის სტატუტის ხელმომწერ ქვეყანაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×