რეზონანსი
30.08.2024

ისრაელი და ჰამასი ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედების ცალკეულ ზონალურ სამდღიანი შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რათა პოლიომიელიტის წინააღმდეგ 640 ბავშვი აიცრას.

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალი რანგის წარმომადგენლის, რიკ პიპერკონის ცნობით, ვაქცინაციის კამპანია 1 სექტემბერს დაიწყება და საბრძოლო მოქმედებები ადგილობრივი დროით დილის 6 საათიდან 3 საათამდე შეჩერდება.

23 აგვისტოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ სულ მცირე, ერთი ბავშვი დაავადდა პოლიომიელიტის მეორე ტიპის ვირუსით, რაც ამ რეგიონში ბოლო 25 წელიწადში ასეთი პირველი შემთხვევა იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×