რეზონანსი
30.08.2024

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „დემოკრატიის ფესტივალს" ეხმაურება, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი, მრავალპარტიული დემოკრატიისთვისაა", მისი დამფუძნებელი კი პოლიტიკაში წასული ლევან ცუცქირიძეა.

„ჩემთვის და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გაუგებარია ლევან ცუცქირიძის გაწიწმატება. აღშფოთებაც გარკვეულწილად ყალბი და თვალთმაქცურია და მსახიობობა - თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციაზე ხორციელდება შეტევა, რომელსაც თურმე დანიის სახელმწიფო აფინანსებს კონკრეტული პროექტისათვის. თუ ეს პროექტი პოლიტიკურია და თვითონ ამბობ, რომ პოლიტიკურია, შესაბამისი ანგარიშგებაც უნდა წარმოადგინონ. სააკაშვილმა დანერგა სადისტური მმართველობის სისტემა და არავისთვის ეს დაფარული არ არის, არც დანიისთვის და არც სხვა ნებისმიერი ქვეყნისთვის. როცა სააკაშვილის სურათით გამოდიხარ და აფრიალებ დემოკრატიის დროშას, შეურაცხყოფაა ქართული საზოგადოების", - აღნიშნა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×