რეზონანსი
30.08.2024

თბილისში, დიდ დიღომში, მშენებლობის დროს 3 სართული ჩამოინგრა. შემთხვევის შესახებ გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს" წერს. პირველადი ინფორმაციით, იყვნენ დაშავებულები, თუმცა შემდეგ კომენტარებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშავებული არავინაა. 

"თინათინის ქუჩაა და იმედის კლინიკის წინ გზის პირას შენდება „ფრესკო“.  მანდ ვცხოვრობ და ზუსტად მაგ დროს გავიარეთ პატრულიც იყო და შიგნით 3 თანამშრომელი მუშა იყო. სწორედ ამ დროს სამივე გამოვიდნენ, ჩემს თვალწინ ვკითხეთ ხომ ყველა კარგად ხართ-თქო და კი ყველანი გამოვედითო“ - დაწერა ქრისტინე ბაღაშვილმა.

იქვე ერთ-ერთმა მშენებლობაზე მომუშავემ კი ასეთი კომენტარი დატოვა: 

"მაგრად გადავრჩი" - დაწერა ფრიდონ ვაშაყმაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×