რეზონანსი
29.08.2024

ჩვენ ახლავე ვუხსნით ჩვენს მოქალაქეებს, რატომ გვჭირდება ასეთი ძლიერი ლეგიტიმაცია და საკონსტიტუციო უმრავლესობა, ვინაიდან სწორედ ასეთი მხარდაჭერის პირობებში არის შესაძლებელი, რომ ჩვენ განუხრელად დავიცვათ მშვიდობა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ.

„შესაძლებელია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთოს მაქსიმუმი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. შესაძლებელია, რომ ჩვენ შევძლოთ იმ ძალების შეკავება საქართველოს პოლიტიკაში თუ საზღვარგარეთიდან, რომლებიც უხეშად ერევიან და ძირს უთხრიან საქართველოს უსაფრთხოებას, დემოკრატიას და ცდილობენ, რომ ქვეყანაში ვითარების არევით როგორმე გვერდითა კარით დაბრუნდნენ პოლიტიკაში. რაც მთავარია, მათ მიერ მართული, კონტროლირებადი ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე ხელის მომწერები იყვნენ და არიან, დააბრუნონ ხელისუფლებაში." - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×