რეზონანსი
29.08.2024

F-16 ტიპის გამანადგურებლის ჩამოვარდნის შედეგად, წამყვანი უკრაინელი მფრინავი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "სი ენ ენი" უკრაინის თავდაცვით ძალებში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს განცხადებით, უკრაინის თავდაცვით ძალებში არ სჯერათ, რომ ინციდენტის უკან პილოტის შეცდომა დგას.

აღსანიშნავია, რომ მანამდე გაზეთ The Wall Street Journal-მა დაწერა, რომ ინციდენტი, სავარაუდოდ, პილოტის შეცდომის შედეგი იყო.

წყარომ ასევე აღნიშნა, რომ მფრინავი ოლექსი მესი რუსული საჰაერო თავდასხმის მოგერიების დროს დაიღუპა.

ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიებაში მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო ექსპერტები იქნებიან მიწვეულნი.

როგორც "სი ენ ენი" აღნიშნავს, პილოტის გარდაცვალება უკრაინისთვის დიდი დარტყმაა. პირველი F-16-ები უკრაინამ მიმდინარე თვის დასაწყისში მიიღო, ხოლო ოლექსი მესი ერთ-ერთი იმ რამდენიმე მფრინავიდან იყო, რომელმაც სპეციალური ტრენინგი გაიარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×