რეზონანსი
29.08.2024

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ვიქტორ კიპრიტიდი დაიღუპა - მას სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენებენ. მებრძოლის დაღუპვის შესახებ ოჯახმა 23 აგვისტოს გაიგო, მომხდარის ზუსტი დეტალები უცნობია. ვიქტორ კიპრიტიდი 49 წლის სოხუმიდან დევნილი იყო. ის უკრაინაში 2014 წლიდან იმყოფებოდა. მებრძოლს ხვალ თბილისში მის საცხოვრებელ სახლში გადაასვენებენ და სამშაბათს კუკიის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ვიქტორ კიპრიტიდი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაღუპული 71-ე ქართველია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×