რეზონანსი
29.08.2024

რუსთავის ცენტრალური ხიდიდან კაცმა გადახტომა სცადა და გამვლელმა გადაარჩინა. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, 25 წლამდე კაცი მოაჯირიზე იყო გადასული და გადახტომას აპირებდა.

"მანქანით მოვდიოდით და დავინახეთ. ჩემმა მეგობარმაც შეამჩნია და თქვა, მეჩვენება, თუ ვიღაც თავს იკლავსო. ვიღაც კაცი იდგა და ელაპარაკებოდა. ჩვენც, რომ მივედით ძალიან აგრესიული იყო. ბიჭებმა გადმოათრიეს და დავრეკე 112-ში", - განგვიცხადა თვითმხილველმა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×