რეზონანსი
28.08.2024

წყალტუბოს სანატორიუმი „სავანე" აუქციონზე იყიდება - ინფორმაციას გამოცემა BPN ავრცელებს და წერს, რომ სააგენტო სანატორიუმს 2 123 400 ლარად ყიდის. აუქციონი 20 სექტემბერს სრულდება. გამოცემა წერს, რომ რუსთაველის ქუჩა N19-ში მდებარე სანატორიუმის ტერიტორია 15 091 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ ნაგებობებს მოიცავს.

მათივე ინფორმაციით, საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, სანატორიუმის შემსყიდველმა ხელშეკრულების დადებიდან 60 თვის ვადაში არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს. სასტუმრო უნდა მოიცავდეს საკონფერენციო დარბაზსა და რესტორანს. აღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლად კი პრეტენდენტმა არანაკლებ 6 370 200 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×