რეზონანსი
28.08.2024

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის კანცლერმა განაცხადეს, რომ დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი რჩება.

ბერლინში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არ იბრძვის მხოლოდ რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად, არამედ „ევროპის ყველა ხალხისთვის".

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის „ფინანსური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერით" უზრუნველყოფას, ვიდრე ეს საჭირო იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×