რეზონანსი
28.08.2024

სლოვაკეთი ისრაელისგან საჰაერო თავდაცვის ექვს სისტემას შეიძენს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სლოვაკეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სლოვაკეთის მთავრობამ ექვსი მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის გეგმა უკვე დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ისრაელისგან საჰაერო თავდაცვის სისტემებს 554,3 მილიონ ევროდ შეიძენს.

ასევე, მთავრობის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით, სლოვაკეთი ჩეხეთისგან 1300-ზე მეტ მძიმე სატვირთოს შეიძენს, რომელთა სავარაუდო ღირებულება 708,3 მილიონი ევრო იქნება.

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინიაკმა განაცხადა, რომ თავდაცვის შესაძლებლობების, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, ქვეყნისთვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×