რეზონანსი
28.08.2024

საფრანგეთის სასამართლომ „ტელეგრამის" დამფუძნებელი პაველ დუროვი გაათავისუფლა. ის წინასწარი დაკავების იზოლატორში თითქმის 90 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ახლა პროკურატურას მისი დაკითხვა და ბრალის წარდგენა შეუძლია.

დუროვი ბავშვთა სექსუალური ძალადობის ფაქტებზე მიმდინარე საქმეზე გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარის გამო ლე ბურჟეს აეროპორტში დაფრენისას 24 აგვისტოს აიყვანეს. წინასწარი მონაცემებით, გამოძიება 12 სავარაუდო დანაშაულზე მიმდინარეობს, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოებისთვის ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმაზე; არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის შენახვაში თანამონაწილეობაზე; ნარკოტიკების გავრცელებაზე; ჰაკერობასა და თაღლითობაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×