რეზონანსი
28.08.2024

40 წლამდე ასაკის მამაკაცს, რომელმაც რამდენიმე საათის წინ,  გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მეუღლე და ორი მეგობარი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, სამართალდამცველები რეგიონის მასშტაბით ეძებენ. 

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ მამაკაცი და მისი მეუღლე სოფელში  არ ცხოვრობდნენ და სახლში სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდნენ. სწორედ სახლში მოკლა სავარაუდო დამნაშავემ მეუღლე და მისი მეგობარი, კიდევ ერთ მეგობარს კი სხვა ლოკაციაზე  გაუსწორდა. 

ცნობილია, რომ სავარაუდო დამნაშავე წარსულში ოჯახური ძალადობისთვის იყო დაკავებული და სასჯელაღსულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. 

გამოძიება მომხდარ ფაქტზე ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის და 2-ზე მეტი პირის მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20-მდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×