რეზონანსი
28.08.2024

იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს სამინისტროს თანამშრომლის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

საუბარია შემთხვევაზე, რომლის შესახებაც "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია. ახალგაზრდა ქალი სამინისტროს ეზოში გარდაცვლილი ნახეს: 

"იუსტიციის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამინისტროს თანამშრომლის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და თანამშრომლებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება. იუსტიციის სამინისტრო ატარებს ყველა ღონისძიებას გამოძიების მაქსიმალური ხელშეწყობისთვის.

იუსტიციის სამინისტრო,  საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მოუწოდებს ყველას, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას." აცხადებს იუსტიცია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×