რეზონანსი
28.08.2024

იტალიის სამხრეთით მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულ დედა-შვილს ეძებენ.

Reuters-ის ცნობით, 70 წლის ქალი და მისი 40 წლის ვაჟი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, როდესაც მეწყერი ჩამოწვა. დაკარგულების სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ათეული თანამშრომელია ჩართული.

კაზერტის პროვინციაში მეწყრის ჩამოწოლა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. შედეგად ახლომდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×