რეზონანსი
28.08.2024

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დასავლეთს ესკალაციის თავიდან აცილება არ სურს და უსიამოვნებებს ეძებს.

როგორც სერგეი ლავროვმა აღნიშნა, ცნობების იმის შესახებ, რომ კიევი მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმებისთვის დასავლეთისგან ნებართვას ითხოვს, „შანტაჟია".

„ცდილობენ მოგვაჩვენონ, რომ დასავლეთს ესკალაციის თავიდან არიდება სურს, თუმცა სინამდვილეში ეს ეშმაკობაა. დასავლეთს არ სურს ესკალაციის თავიდან არიდება, დასავლეთი უსიამოვნებებს ეძებს. ჩემი აზრით, ეს ყველასთვის ცხადია", - განაცხადა ლავროვმა.

მან დასავლეთის ბირთვულ სახელმწიფოებს შეახსენა, რომ რუსეთი საკუთარი ბირთვული დოქტრინის კორექტირებას ახდენს და მოუწოდა, ცეცხლს არ ეთამაშონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×