რეზონანსი
28.08.2024

მამაჩემი, ვახტანგ მუსელიანი არის საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის დაფუძნებელი. მამა აღარ მყავს 2 წელია...

როდესაც ინტერნეტში ბატონი ვახტანგის გამარჯვების ვიდეო ვნახე, ძალიან გამახარა.

მაშინვე დავრეკე და გავარკვიე, როდის ჩამოფრინდებოდა საქართველოში, რომ სათანდოდ დავხვედროდი.

მე მინდოდა ოდნავ მაინც გამეხარებინა და მამას წლების განმალობაში ნაგროვები, რაც ჰქონდა მედლები, თასები, იქიდან ერთი რაიმე ამერჩია და მეჩუქებინა.

მამას კოლექცია ყველაზე ძვირფასია ჩემთვის... მერე წავედით მე, ჩემი დედიკო და გავიცანით გენიალური ადამიანი" - ამის შესახებ ქეთევან მუსელიანი, რომელიც აეროპორტში პარაოლიმპიელ ვახტანგ ახობაძეს დახვდა, სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×