რეზონანსი
27.08.2024

გამო(ბრძანდა)ვიდა სალომე ზურაბიშვილი და ერთხელაც შეგვახსენა, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტის პოსტს იკავებს, შესაბამისად 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნების დანიშვნას მოაწერა ხელი, - ასე ეხმიანება პრეზიდენტის ბრიფინგს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილისთვის ჯერ მეტი არაფერი დაუვალებიათ, ცოტა დაგვემუქრა და ეკრანიდან გაუჩინარდა.

"გამო(ბრძანდა)ვიდა სალომე ზურაბიშვილი და ერთხელაც შეგვახსენა, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტის პოსტს იკავებს, შესაბამისად 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნების დანიშვნას მოაწერა ხელი. კიდევ რაღაც რაღაცები თქვა, რაც მე თარჯიმნის გარეშე კარგად ვერ გავიგე, თავისებურად ჩაიღიმ-ჩაიცინა ესაო, ისაო, მგონი ცოტა დაგვემუქრა კიდეც....ჯერ მეტი არაფერი დაუვალებიათ, დანარჩენს მოგვიანებით გეტყვითო და ეკრანიდან გაუჩინარდა..." - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×