რეზონანსი
27.08.2024

ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი შესრულებული მიმართულებაა- რით არიან უკმაყოფილო ჩვენი ოპოზიციონერები? - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ.

„ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა ჩვენი ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციების საფუძველზე და ეს 12 რეკომენდაციიდან შესრულებული ერთ-ერთი მიმართულება გახლავთ. რით არიან უკმაყოფილოები ჩვენი ოპოზიციონერები? მათ უნდა დაადეკლარირონ, საიდან აქვთ ეს შემოსავლები და რაში ხარჯავენ. აი, კიდევ ერთი დასტური იმასა, თუ რამდენად საჭირო იყო გამჭვირვალობის შესახებ ჩვენ მიერ მიღებული ქართული კანონი,- აღნიშნა ოდიშარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×