რეზონანსი
27.08.2024

ფონიჭალაში მომხდარი დაჭრის საქმეზე დაკავებული 19 წლის მოქალაქეს აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე გირაოს ითხოვდა, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

დაკავებულ ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით აქვს წარდგენილი. გამოძიების ინფორმაციით, მან ფონიჭალის დასახლებაში ცივი იარაღით ორ პირს დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, დაჭრა 24 აგვისტოს ბერი ნარიმანის საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×