რეზონანსი
26.08.2024

დღეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული 102 რაკეტა და 99 დრონი გაანადგურა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს.

ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე დღეს განხორციელებული მასიური თავდასხმისას 127 რაკეტა და 109 დრონი გამოიყენეს.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 1 - Х-47М2 ტიპის აერობალისტიკური „კინჟალის" რაკეტა, 1 - ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-მ", 1 - X-22 ფრთოსანი რაკეტა, 99 - Х-101, Х-59/69, „კალიბრის" რაკეტა და Shahed-131/136 ტიპის 99 დრონი ჩამოაგდეს.

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის განცხადებით, რამდენიმე დრონმა მიზანს ვერ მიაღწია, ხოლო ორმა ბელარუსის საზღვარი გადაკვეთა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×