რეზონანსი
26.08.2024

პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა 22 ადამიანი მოკლეს. გავრცელებული ცნობით, შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, ბალოჩისტანის პროვინციაში, მუსა ხელის უბანში მოხდა. თავდამსხმელებმა ავტომაგისტრალზე მოძრავი ავტომობილები გააჩერეს და, მგზავრების საიდენტიფიკაციო მონაცემების შემოწმების შემდეგ, პირები, რომლებიც პენჯაბის რაიონიდან იყვნენ, დახვრიტეს, მათ ავტომობილებს კი ცეცხლი წაუკიდეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა გასამხედროებულმა „ბელუჯის გამათავისუფლებელმა არმიამ" აიღო.

ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა 12 თავდამსხმელის ლიკვიდაცია შეძლეს. დაჯგუფებამ გასული 24 საათის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონში სამთავრობო უწყებებზე თავდასხმებიც მოაწყო, რის შედეგადაც ქალათში 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ხუთი უსაფრთხოების პერსონალი. კიდევ ექვსი ადამიანის ცხედარი ბალოჩისტანში იპოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×