რეზონანსი
26.08.2024

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას, კახეთის გზატკეცილზე ერეკლე II-ის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით გამოეხმაურა

კახა კალაძემ ასევე გაიხსენა, რამდენიმე წლის წინ, ერეკლე II-თან დაკავშირებით, გარკვეული პირების მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები და აღნიშნა, რომ „კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა" ზოგადად ყველაფერ ქართულს, ტრადიციებსა თუ ღირებულებებს ებრძვის".

„კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა" ზოგადად ყველაფერ ქართულს, ტრადიციებსა თუ ღირებულებებს ებრძვის. რაც შეეხება ძეგლთან დაკავშირებულ საკითხს, პრემიერ-მინისტრს ჰქონდა აღნიშნული პროექტის განხორციელების იდეა. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს გმირებსა და ისტორიას. ერეკლე II-მ თავისი ბრძოლისუნარიანობით, გადადგმული ნაბიჯებითა და პრაგმატული პოლიტიკით, საქართველოს ქრისტიანული იდენტობა შეუნარჩუნა, რაც ჩვენი ევროპული იდენტობის ნაწილია", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×