რეზონანსი
26.08.2024

მეგობარი ქართველი ხალხი, ისევე როგორც უკრაინელები, აღიარებს, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ღირს ბრძოლა, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველი კოლეგის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვას, რომელიც მან უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაავრცელა.

„ჩვენი ხალხების კავშირები ყოველთვის ემსახურება ჩვენი ერების თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და აყვავებას", - წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე, სალომე ზურაბიშვილის მილოცვის საპასუხოდ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინას უსურვებს ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლებას და მშვიდობის აღდგენას. „მინდა გისურვოთ თქვენი მიზნისაკენ წინსვლა, რაც ასევე ჩვენი საერთო მიზანია - თქვენი ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, თქვენი ქვეყნის სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ესაა ჩემი სურვილი თქვენი ქვეყნისათვის, ესაა ჩემი სურვილი ჩემი ქვეყნისათვის და ესაა ჩემი სურვილი ორივე ქვეყნის ევროპული მომავლისათვის!" - აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი მიმართვაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×