რეზონანსი
25.08.2024

პენიტენციური დაწესებულების მეორე განყოფილებაში პატიმარს სცემეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა

აჭარა თაიმსი პატიმრის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოჯახის წევრების თქმით, ნ.ბ-ს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს მიყენებული. ის თავდაპირველად ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში იყო მოთავსებული, თუმცა მოგვიანებით თბილისში გადაიყვანეს.

ოჯახმა და ახლობლებმა ამ დრომდე არ იციან, ვინ იძალადა მსჯავრდებულზე ან როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

"მედიისგან ვითხოვთ ყურადღებასა და საკითხის გაშუქებას, პასუხს არავინ გვცემს, ერთადერთი ის ვიცით, რომ პატიმარი ნაცემია, რთულ მდგომარეობაშია," - აცხადებს ოჯახის ახლობელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×