რეზონანსი
25.08.2024

ავიაკომპანია Air France-ი აცხადებს, რომ თელ-ავივისა და ბეირუთის მიმართულებით დღეს და ხვალ ფრენებს აჩერებს.

ავიაკომპანიის განმარტებით, შეზღუდვა, შესაძლოა, გაგრძელდეს იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვითარდება უსაფრთხოებასთან დაკავშიირებული ვითარება.

ამასთან, ტელეკომპანია Al Arabiya იუწყება, რომ ბეირუთის აეროპორტში ფრენების უმეტესობა გაუქმებულია და რომ ზოგიერთი ავიარეისი იორდანიის დედაქალაქ ამანში გადაამისამართეს.

ცნობისთვის, ისრაელმა ლიბანის ტერიტორიის ინტენსიური დაბომბვა დაიწყო. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საჰაერო დარტყმები „ჰეზბოლას" ობიექტებზე ხორციელდება, საიდანაც ისრაელის მიმართულებით მასშტაბური თავდასხმა იგეგმებოდა. ოპერაციის დაწყებიდან მალევე თავდაცვის მინისტრმა ისრაელში 48-საათიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

საგანგებო განცხადება გაავრცელა „ჰეზბოლამაც," რომლის მიხედვითაც ისრაელის მიმართულებით სამხედრო ობიექტების დასაბომბად რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×