რეზონანსი
24.08.2024

საზოგადოებრი მაუწყებლის ჟურნალისტი, გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე, რო­მე­ლიც მი­ე­ლობ­ლას­ტურ ლე­ი­კე­მი­ას ებ­რძო­და, გარდაიცვალა. გი­ორ­გის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი კო­ლე­გე­ბი ავ­რცე­ლებენ.

"წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტრა­გე­დია და უსა­მარ­თლო­ბაა გი­ორ­გის გარ­დაც­ვა­ლე­ბა.. ამ­დე­ნი გულ­შე­მატ­კივ­რის თავზრდამ­ცე­მი მარ­ცხი.ქარ­თულ­მა მე­დი­ამ და­კარ­გა ერთი ვე­ე­ბერ­თე­ლა გუ­ლის ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი".

"რა­ტომ?? რა­ტომ?? ისე მჯე­რო­და, რომ გა­ი­მარ­ჯვებ­დი .. გა­ვი­მარ­ჯვებ­დით..რო­გორ გა­პა­ტიო ეს და­მარ­ცხე­ბა მიყ­ვარ­ხარ აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ხვდე­ბით", - წე­რენ მისი მე­გობ­რე­ბი.

"ვბრუნდებით საქართველოში თითქმის სამი თვის განმავლობაში სტამბოლში მკურნალობის კიდევ ერთი კურსი გავიარე. (ქიმიოთერაპიები და დონორისგან ღეროვანი უჯრედების გადანერგვა)ექიმებმა რეაბილიტაცია და მკაცრი რეჟიმი შემდეგი ერთი წლის განმავლობაშიო - არა ხალხმრავლობა, არანაირი ვირუსი და მკაცრი დიეტა.

თავს მხნედ ვგრძნობ ყველას ძალიან დიდი მადლობა სიყვარულისთვის, მოკითხვისთვის, მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის ჩემი მაგალითით მინდა ვთქვა, რომ ჩემი დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, (მწვავე მეილობლასტური ლეიკემია) უჯრედების გადანერგვაზე და ქიმიოთერაპიებზე, ჯანდაცვისა და მერიის ფინანსური პროგრამები ძალიან დიდი დახმარებაა" - წერდა 2 თვის წინ გიორგი კობერიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×