რეზონანსი
24.08.2024

თუშეთში, ავარიის შედეგად, სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა. როგორც „იმედს" ადგილიდან აცნობეს, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, სოფელ დართლოში „ჯიპის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სიმაღლიდან გადავარდა.

მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ორი გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები. სამივე მათგანს მოტეხილობები აღენიშნება.

დაშავებულები ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადას თელავში გადაჰყავს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×