რეზონანსი
24.08.2024

,,ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბაკურიანში დღეს საზაფხულო ბანაკის წევრებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ახალგარდების და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები იყო.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დამსწრეებს სამოქალაქო აქტივიზმის თემაზე ესაუბრა.

ხაზარაძემ "პოლიტიკოს" სკანდალურ სტატიაზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ საქართველოს "ჩრდილო კორეულობა არ გამოვა", რადგან, მისი განცხადებით, 26 ოქტომბერს "ოცნებას" ხელისუფლებიდან წავა.

,,ალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ახალგაზრდებთან ბაკურიანში. წარმოდგენილი არიან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, კურსდამთავრებულები. ამ ძალას, ამ თავისუფლებას ვერაფერი ვერ გააჩერებს და ეს თავისუფლება არის ის, რაც ჩვენ გაგვაერთიანებს თავისუფალ სამყაროსთან. ჩვენს ქვეყანას აგვაშენებინებს და ძალიან სწრაფად დავგდებით ფეხზე. რაც ყველაზე მთავარია 26 ოქტომბერს გავისტუმრებთ რუსულ მთავრობას "ოცნების" და ივანიშვილის მეთაურობით. საქართველოს ჩრდილო კორეულობა არ გამოვა არანაირად, რადგან საქართველო თავისუფალი ხალხის ქვეყანაა"", - განაცხადა მამუკა ხაზრაძემ. 

,,ჯენზი ევროპისთვის" უკვე ორი თვეა ბაკურიანში საზაფხულო ბანაკს მასპინძლობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×