რეზონანსი
24.08.2024

ზუგდიდში ძლიერმა წვიმამ და ქარმა რამდენიმე ადგილზე საუკუნოვანი ხეები წააქცია. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში 2 ხე წაიქცა და მახლობლად მდგარი ავტომობილები დააზიანა. დამტვრეულია 5 ავტომობილი. სტიქიის დროს ავტომობილები ცარიელი იყო და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე ადგილზე დასუფთავების სამსახური მუშაობს.

წაქცეულმა ხემ დააზიანა სამედიცინო ცენტრ "კურაციოს" შენობის ფასადი და ფანჯრები.

ადგილობრივების თქმით, ქუჩებში სანიაღვრე არხები დიდი ხანია მოუწესრიგებელი და გაჭედილია და ამის გამო წყალი ეზოებსა და კომერციულ ფართებში შევიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×