რეზონანსი
24.08.2024

წარდგენილი დელეგატების სახით თბილისს, მე-11 მოწვევის პარლამენტში, ძალიან ძლიერი გუნდი ეყოლება, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი თბილისის რვავე დელეგატი არის ის ადამიანი, რომელმაც თავისი შრომით საზოგადოებას დაუმტკიცა - საქმეზეა ორიენტირებული.

„მათ საზოგადოებაში მოიპოვეს უდიდესი ავტორიტეტი. ვხედავთ, რომ წარდგენილთა შორის არიან როგორც ღვაწლმოსილი და ცნობილი სპორტსმენები, ასევე ვხედავთ საჯარო მოხელეებს, რომლებმაც წლების განმავლობაში თავის პოზიციებზე ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ღირსეულად გაართვეს თავი. შესაბამისად, წარმოდგენილი დელეგატების სახით თბილისს, მე-11 მოწვევის პარლამენტში ძალიან ძლიერი გუნდი ეყოლება", - აღნიშნა მიქანაძემ.

„ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ თბილისის დელეგატები წარადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×