რეზონანსი
23.08.2024

17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნიკოლოზ მაისურაძე ფინალშია.

ქართველმა მოჭიდავემ 1/2ფინალში უკრაინელი კოსტიუკი 4-0 დაამარცხა და ხვალ ფინალში ირანელ აფშარს დაეჭიდება.

ინფორმაციას ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

იორდანიაში 17 წლამდე ასაკის მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ​21 აგვისტოს დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა - ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ვახტანგ ლოლუა გახდა (60 კგ), ბრინჯაოს მედლებს კი გიორგი ალადაშვილი (71 კგ) და ვლადიმერ მინაძე (92 კგ) დაეუფლნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×