რეზონანსი
23.08.2024

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე პასუხობს პრემიერის განცხადებას, რომლითაც ენმ-ს, "ლელოსა" და გახარიას პარტიას პროკურატურაში ან საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესების წარმართვით ემუქრება. იგი ირაკლი კობახიძის განცხადებას "რევანშის აღებად" აფასებს და ფიქრობს, რომ 12 წელი საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ თუ რაიმე ჰქონდა გამოსაძიებელი "ოცნებას", გამოეძიებინა.

"ეს არის სასოწარკვეთილი ბოდვა, ამოძახილი. ხელისუფლება შედგება პოლიტიკურად და  ფინანსურად კორუმპირებული ჯგუფი ადამიანებისგან. ეს არის სირცხვილი, რომ ასეთი მთავრობა ჰყავს ჩვენს ქვეყანას. 12 წლის მერე ისინი რევანშის აღებას აპირებენ. 12 წელი საკმარისი დრო იყო იმისათვის, რომ თუ რაიმე ჰქონდათ გამოსაძიებელი, გამოეძიათ. სამართალი ნელა, მაგრამ მაინც დადის ქვეყანაზე და ყველა ნახავს ვინ არის გასასამართლებელი და ვინ მოხვდება ბრალდებულის სკამზე", - ამბობს ხაზარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×