რეზონანსი
23.08.2024

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შინდისის გმირების, ომარ ასლანიძის და თეიმურაზ ბერიძის ოჯახის წევრებს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ ოჯახებს გააცნო აჭარის მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მათ ბათუმში ბინები გადაეცემათ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ოჯახის წევრებს ბინის გასაღებები პირადად გადასცა, მადლობა გადაუხადა გმირების აღზრდისთვის და აღნიშნა რომ მთავრობის მხრიდან გაკეთდება მაქსიმალური მათი ოჯახების მხარდასაჭერად.

ასევე, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 36 ოჯახს სარგებლობაში არსებული ფართები საკუთრებაში გადაეცემათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×