რეზონანსი
23.08.2024

გორის რაიონულმა სასამართლომ 74 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულ 15 წლის გოგონას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დღევანდელი პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან ბრალდებული არასრულწლოვანია.

ცნობისთვის, მკვლელობა ხაშურის მუნიციპალიტეტში, მინის ქარხნის დასახლების მიმდებარედ, ორი დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, გოგონამ ტაქსის მძღოლს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×