რეზონანსი
23.08.2024

27 წლის ქეთევან ედიბერიძის მკლელობა ჩვილის თანდასწრებით - ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს სასამართლომ ოცწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საღ გონებაზე დანაშაული არ ჩამიდენია - თქვა აღიარებითი ჩვენების დროს გიორგი კავლელიშვილმა.

განაჩენის გამოოცხადებას დარბაზში ესწრებოდა მოკლულიიის დედაც. გარდაცვლილის ოჯახი პირველივე დღიდან სასჯელის მაქსიმალურ ზომას, უვადოო პატიმრობას ითხოვდა, მაგრამ მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 

უმძიმესი ფაქტი ვარკეთილში, 9 იანვარს მოხდა. საქმის მასალების თანახმად, გიორგი კავლელიშვილმა ცოლს, 27 წლის ქეთევან ედიბერიძეს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.  

ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×