რეზონანსი
23.08.2024

კობახიძე შეძახილებით და სტვენით გააგდო თბილისმა სცენიდან - "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, სწორედ ეს არის ის განაჩენი, რაც თბილისმა გამოუტანა "ოცნებას".

სამადაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" იქნება აბსოლუტურად განადგურებული არჩევნებზე"

პრემიერ-მინისტრი შეძახილებით და სტვენით გააგდო თბილისმა სცენიდან. ეს არის ის განაჩენი, რაც "ოცნებას" გამოუტანა თბილისმა. ძალიან ხილულად და ეს არის ის განაჩენი, რომელსაც გააფორმებს თბილისი 26 ოქტომბერს, როდესაც "ქართული ოცნება" იქნება აბსოლუტურად განადგურებული არჩევნებზე. "ქართულ ოცნებას" რომ აღარ ჰყავს აღარც პოლიტიკოსები და აღარც რეალური მხარდამჭერები, მემგონი ძალიან ნათლად ხედავს ამას საზოგადოება", - ამბობს სამადაშვილი. 

ძიუდოისტი, ფეხბურთელი, რაგბისტი და წყალბურთელი - "ქართული ოცნება" საარჩევნო სიას ისევ სპორტსმენებით აკომპლექტებს. თბილისის დელეგატები პრემიერმა დღეს წარადგინა და დაანონსა, რომ ყველა გამსვლელ სიაში იქნება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×