რეზონანსი
23.08.2024

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 აგვისტოს გვიანი საღამოდან 24 აგვისტოს დღის ბოლომდე საქართველოს ზოგიერთ რეგიონში წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

მათი ცნობით, ასევე შესაძლებელია, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვაც დაფიქსირდეს.

23 აგვისტოს გვიან საღამოდან 24 აგვისტოს დღის ბოლომდე ქვეყნის დასავლეთ ნაწილში და მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მომატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო),“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×