რეზონანსი
23.08.2024

ამერიკის შეერთებული შტატები უფლებას აძლევს უკრაინას, გამოიყენოს ამერიკული იარაღი კურსკის ოლქში სამიზნეების წინააღმდეგ, რათა თავი დაიცვას ამ რეგიონიდან თავდასხმებისგან, განაცხადა პენტაგონის სპიკერის მოადგილემ საბრინა სინგჰმა.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს და მიაწვდის უკრაინას იმ შეიარაღებას, რომელიც ბრძოლის ველზე სჭირდება.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას იმით, რისი საჭიროებაც მათ ბრძოლის ველზე უჩნდებათ. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, და თქვენ ეს იცით, რომ ჩვენ უკვე უკეთ გვესმის, თუ რას აკეთებენ უკრაინელები კურსკში. ჩვენი პოლიტიკა მათ საპასუხო ცეცხლის გახსნის უფლებას აძლევს“, - განაცხადა სინგჰმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×