რეზონანსი
22.08.2024

რამდენი მოედანიც არ უნდა შეიერთონ, მისი რადიუსი არ გაიზრდება, მისი ამომრჩევლების რაოდენობა ნამდვილად არ გაიზრდება. პირიქით, შემცირდება, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ.

მისივე თქმით, რა მოედნებიც არ უნდა გაერთიანდნენ ამ მოედნებში, საბოლოო ჯამში, ბურთიც და მოედანიც „ქართულ ოცნებას" დარჩება.

„რაც შეეხება „თავისუფლების მოედანს", როგორც ჩანს ამ პოლიტიკურ ძალას ეს მოედანი არ სცდება, თვითონ „ვაგზლის მოედანზე" არიან განთავსებულები, ახლა რაღაც მიდრეკილება გაუჩნდა.

რამდენი მოედანიც არ უნდა შეიერთონ, მისი რადიუსი არ გაიზრდება, მისი ამომრჩევლების რაოდენობა ნამდვილად არ გაიზრდება. პირიქით, შემცირდება.

რა მოედნებიც არ უნდა გაერთიანდნენ ამ მოედნებში, საბოლოო ჯამში, ბურთიც და მოედანიც „ქართულ ოცნებას" დარჩება", - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის ლევან ცუცქირიძის „თავისუფლების მოედნის" წევრები „ლელოში" გაერთიანდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×