რეზონანსი
22.08.2024

არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადიკალები ცალ-ცალკე იქნებიან თუ ერთად იქნებიან დაჯგუფებული, მათ განაჩენი უკვე გამოუტანა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, - განაცხადა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას, როდესაც მას ოპოზიციის რიგებში გარკვეული გადაჯგუფებების შემდეგ არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების შანსებზე ჰკითხეს.

„კარგია, კარგი პროცესები მიდის. გულწრფელად ვამბობ, რომ მოგვენდომებინა, ამას ნამდვილად ვერ გავაკეთებდით და სრული ლუსტრაცია ხდება ამ რადიკალების. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა რადიკალებს საბოლოო განაჩენს გამოუტანს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×