რეზონანსი
21.08.2024

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი მარიამ ლაშხი, საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის პროექტ „მომავალ ლიდერთა აკადემიის" ფარგლებში, სტუდენტებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

შეხვედრის ძირითად თემას „საქართველოს გენდერული თანასწორობისა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები" წარმოადგენდა. საუბარი იმ შესაძლებლობებსაც შეეხო, რომლებსაც ქვეყანა ახალგაზრდებს სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს. ყურადღება ასევე, დაეთმო განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს და იმ სიახლეებს, რაც სახელმწიფოს განათლების მიმართულებით აქვს დაგეგმილი.

„შეხვედრაზე, რომელიც პროექტ „მომავალ ლიდერთა აკადემიის" ფარგლებში გაიმართა, ვიმსჯელეთ ლიდერებისათვის დამახასიათებელ თვისებებზე, იმ ძირითად მახასიათებლებზე, რაც ახალგაზრდებს წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

ყურადღება გავამახვილეთ ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც სახელმწიფო მათ ამ მიმართულებით სთავაზობს. შევეხეთ ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამას, რომელიც პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით ამოქმედდა და ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობაზე. სტუდენტები ქვეყნის საგარეო პოლიტიკის და გენდერული თანასწორობის საკითხებითაც დაინტერესდნენ", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

პროექტი „მომავალ ლიდერთა აკადემია" საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×