|

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე. მათივე ცნობით, ამოქმედებულია ყველა მექანიზმი და აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.
„საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით დაადასტურეს უკანონო დაკავების ფაქტი და განაცხადეს, რომ ე.წ. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. ბრალდებით. უკანონოდ დაკავებულ ორივე პირს, ე.წ. სასამართლოს მიერ „მიესაჯა“ ორთვიანი „წინასწარი პატიმრობა“ და ამჟამად იმყოფებიან ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში.
უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირების უპირობო გათავისუფლება. საქართველოს მოქალაქეების მიმართ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც მიზანმიმართულად მკვიდრდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|